პატარა გონდრიოს საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულით გააცილეს
12-06-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლას არაერთი კურსდამთავრებული ჰყავს. მე-12 კლასელებს სკოლიდან ყოველთვის დიდი სიყვარულით აცილებენ და შთამბეჭდავ ღონისძიებას უწყობენ.​

წელს, კი გონდრიოს საჯარო სკოლა ხუთმა მე-12 კლასელმა დაამთავრა. მათთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

პედაგოგებმა მოსწავლეებს სიმბოლური ბოლო გაკვეთილი ჩაუტარეს და ცხოვრებისეული რჩევა-დარიგებები მისცეს. 

მე-12 კლასელთათვის, სკოლაში ასევე შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო. კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები აღნიშნეს და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203