ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებსაც პედაგოგები მათ სთავაზობენ.
მათ შორის იყო I კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება, რომლითაც ბავშვებმა მშობლიური ანბანის „გაცილება“ აღნიშნეს.
ღონისძიებაზე, რომელსაც პედაგოგი აზგანუშ ნაზარიანი ხელმძღვანელობდა, პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს.
„მოსწავლეებმა ლამაზი სიმღერებით, ლექსებით და ცეკვებით გააცილეს ანბანი და მომდევნო, უფრო საპასუხისმგებლო და საინტერესო კლასში გადასასვლელად მოემზადნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
დღემ ძალიან ნაყოფიერად. ლამაზად და საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: