პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და თვითმმართველობამ მოსწავლეებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა
11-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ახლახან, იქ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლის ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის ორგანიზებით, ბავშვთა გასართობი აქტივობები მოეწყო და სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა.

ასევე, თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო ტკბილეულის კუთხეც, სადაც ღონისძიებაზე მისულ ბავშვებს ბამბის ნაყინებითა და სხვადასხვა ხილის ასორტით გაუმასპინძლდნენ. დღემ ძალიან მხიარულად და აქტიურად ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება თემის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა და სოფლის ყველა მოზარდს და ბავშვს შეეძლო, რომ ამ ღონისძიებაში ჩართულიყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203