პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში საინტერესო და ინფორმაციული ღონისძიება გაიმართა 
11-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

იქ მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის თემატურად აღინიშნება. სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დარჩენილა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ის რთული პერიოდი გაიხსენეს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი წყდებოდა. ისაუბრეს იმ ადამიანებზე, ვინც დამოუკიდებლობის მოპოვებაში დიდი როლი შეასრულა. 

მოსწავლეები აქტივობაში გაიანე სარკისიანის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203