ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები საჭადრაკო ოლიმპიადაში ხალისით ჩაერთნენ 
11-06-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე მათი ინტელექტუალური თუ ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. ამისთვის კი ერთ-ერთი საუკეთესო გზა ჭადრაკია, შესაბამისად მოსწავლეები საგანს სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ, ამიტომ ჭადრაკი ბავშვებისთვის ერთ-ერთი საყვარელი საგანია. 

ახლახან, მოსწავლეებმა შესაძლებლობები საჭადრაკო ოლიმპიადაზე წარმოაჩინეს. 

2 ივნისს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადა - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ ჩატარდა. ოლიმპიადაში ხალისით მონაწილეობდნენ ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

სკოლში თითოეულ მოსწავლეს წარმატებას და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203