
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებენ.
მათ შორის, მე-3 კლასში დამრიგებელ სუსანნა პოღოსიანის ხელმძღვანელობით შემოქმედებითი ღონისძიება - „ლამაზი გაზაფხული“ გაიმართა.
საზეიმოდ მორთულ გარემოში მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: