ხაჩკოვის საჯარო სკოლის V-VI კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო- შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
11-06-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით გასვლით აქტივობას სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის V-VI კლასების მოსწავლეები შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფარავნის ტბა, ვარძია, რაბათი, ბორჯომის ცენტრალური პარკი და აბასთუმნის ობსერვატორია. 

ექსკურსიის ყველა მონაწილეს საშუალება მიეცა გაეხედა ტელესკოპში და დაკვირვებოდა ვარსკვლავებს.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.

ექსკურსიის ორგანიზატორი თინათინ ლარცულიანი გახლდათ. სკოლის პედაგოგი - მეტაქსია შაჰბაზიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203