წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა შთამბეჭდავი ექსკურსია სამეგრელოში
11-06-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-5 კლასის (დამრიგებელი თამილა თუთბერიძე) შთამბეჭდავი და მეტად საინტერესო ექსკურსია სამეგრელოში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მიზანი იყო სამეგრელოს ღირშესანიშნაობების გაცნობა.

მოსწავლეებმა მოინახულეს სალხინო, ნოქალაქევი, სადაც ჩაუტარდათ მეტად სახალისო, საინტერესო და დასამახსოვრებელი აქტივობა საბავშვო არქეოლოგია, რომელიც ძალიან მოეწონათ. 

მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი აღმოჩენილი არტეფაქტების დახასიათება, მათი აღწერა. დაათვალიერეს ზუგდიდის დადიანების სასახლე, ენგურჰესი, სალონი, სადაც გამოფენილი იყო უნიჭიერესი ხელოვანის ქეთო მელქაძის ნამუშევრები.

„მადლობა ჩემს უკარგეს მშობლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. დარწმუნებული ვარ მიღებული შთაბეჭდილებებით გამოწვეული სიამოვნება არასოდეს დაავიწყდებათ ბავშვებს და მშობლებს კიდევ ერთი ლამაზი დღე შეემატა ჩვენს მე-5 კლასის მატიანეს. ბედნიერი ზაფხული ჩემო პატარებო. მიყვარხართ“,- აღნიშნავს პედაგოგი თამილა თუთბერიძე და ახარებს მოსწავლეთა მშობლების თანადგომა და სასწავლო პროცესში ჩართულობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203