ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეებმა სამეგრელოს ისტორიული და კულტურული ძეგლები დაათვალიერეს
11-06-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი - შორენა ბუიღლიშვილი) სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა სამეგრელოს კუთხეში ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კულტურული ძეგლები დაათვალიერეს. მათ პედაგოგთან ერთად მარტვილის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მოილოცეს, მოინახულეს ნოქალაქევი, დადიანების საზაფხულო რეზიდენცია სალხინოში, დაათვალიერეს ასევე დადიანების სასახლე ზუგდიდში.

დღის ბოლოს მათ აფხაზეთის საზღვართან მდებარე ანაკლიის სანაპიროზე გაისეირნეს.  

მოსწავლეები ბევრ საინტერესო ისტორიას გაეცნენ და ექსკურსიიდან წარუშლელი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203