ბავშვთა დაცვის ზღაპრული დღესასწაული განძის N2 საჯარო სკოლაში
11-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, მათ განვითარებასა და ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ახლახან, იქ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობები გაიმართა. მათ პედაგოგები - გოჰარიკ ლულუკიანი, ნეკტარ გარიბიანი, ვანიკ თევანიანი და კლასების დამრიგებლები უძღვებოდნენ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გარემოც სადღესასწაულოდ იყო მორთული და მოსწავლეთა განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. 

სასკოლო საზოგადოების წევრებმა ბავშვებს მათი დღე მიულოცეს და წარმატება უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203