ქუთაისის N16 სკოლის მოსწავლე ალექსი მიქაძე კარტოგრაფიის კონკურსში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა 
11-06-2024

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებასა და კონკურსში ერთვებიან.

ახლა სკოლაში მოსწავლე ალექსი მიქაძის წარმატებით ხარობენ. ის საქართველოს კარტოგრაფიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში - „ჩემი თვალით დანახული სამყარო“ მონაწილეობდა. მისი ნაშრომი იყო „ზეზვა და მზიადან... მომავლის სამყარომდე".

მოსწავლემ 8 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში I ადგილი მოიპოვა, რისთვისაც დაჯილდოვდა.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. 

სკოლაში ალექსი მიქაძის მიღწევით ხარობენ და ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203