მერენიის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა 
11-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა სპორტული ღონისძიება იმართება.

მათ შორის იყო სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“, რომელშიც ჩართულნი იყვნენ დაწყებითი კლასების (III, IV, V) მოსწავლეები.

თამაშის ორგანიზატორი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი თამარა მელიქიძე იყო.

მისი თქმით, ასეთი თამაშებით მოსწავლეები ყოველთვის დაინტერესებულნი არიან.

„სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მსგავსი საინტერესო ღონისძიებების ჩატარება და მათთვის მოტივაციის ამაღლება“, - აღნიშნავს პედაგოგი.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203