რუსთავის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავეს 
11-06-2024

რუსთავის N20 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ კონკურსსა და ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეები - მარიამ კაპანაძე და ნინო პუზიროვა ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირში - „ტანვარჯიში ყველასთვის“ მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოვალინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

შედეგად კი, პირველი ადგილი დაიკავეს და გალა შოუზე, საუკეთესო შესრულებისთვის, თასი გადაეცათ.

სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და ამაყობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203