„ერთ წიგნს, ერთ კალამს, ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს სამყარო“- ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება 
11-06-2024

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები სასწავლო აქტივობებში ყოველთვის უდიდესი მონდომებითა და ხალისით ერთვებიან. 

ამჯერად, მათ დამრიგებელ იზა ხარატიშვილის ხელმძღვანელობით, ქალაქის ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება - „ერთ წიგნს, ერთ კალამს, ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს სამყარო“ გამართეს.

ღონისძიება სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს, ბოლოს კი, სამახსოვრო ბარათები გადაეცათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დირექტორმა - მაკა გუბელაძემ, ცქრიალა გოგო-ბიჭებს გზა დაულოცა. აღსანიშნავია, რომ საღამო საინტერესო, ემოციური და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203