ჯვარის N1 სკოლის VIII-IX-X-XII კლასების მოსწავლეები ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობდნენ
11-06-2024

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში ფორმალურთან ერთად არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

მათ შორის იყო ინტელექტუალური თამაში - „რა, სად, როდის?“, რომელშიც სკოლის VIII-IX-X-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მათ ცოდნა, სხარტი, ანალიტიკური აზროვნება წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო. მოსწავლეებმა საჭირო უნარები შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203