საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება გააცოცხლეს 
11-06-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა ნაყოფიერი სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

პირველკლასელების ანბანთან გამოთხოვება ემოციური და დასამახსოვრებელი იყო. 

1-ელიბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი - „იაკობ გოგებაშვილის - „სიზმარი”. 

მოსწავლეებმა გაითამაშეს სცენები სხვადასხვა შინაარსის, დამრიგებლური ხასიათის  მოთხრობებიდან. ანდაზების გამოთქმაში გამოავლინეს მეტყველების - სიტყვების სწორად წარმოთქმისა და ინტონაციური პაუზების ფლობის უნარი.

კლასის დამრიგებელი - ნინო გაგოევი და დარბაზში მყოფი მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა პერფომანსში.

მშობლების და ბავშვების ემოციები შთამბეჭდავი და საქმიანად ხმაურიანი იყო.

მუსიკალური ნომრების შესრულებისას ბავშვებისთვის გამამხნევებელ ემოციებსა და რეპლიკებს არ იშურებდა სკოლის გუნდის პედაგოგი, მუსიკოსი ნინო ბიბილური.

სკოლის დირექტორმა ლალი მელივამ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, მან აღნიშნა, რომ მოწაფეებს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვთ - „მომავალში  თქვენ შეხვდებით ახალ მეგობრებს, ისწავლით უამრავ საინტერესო რამეს და ყოველთვის იგრძნობთ, რომ ჩვენ, თქვენი მშობლები და მასწავლებლები, თქვენს გვერდით ვართ“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203