სვანეთის კუთხის კულტურულ ძეგლთა მცველები ჩოლურის საჯარო სკოლიდან
11-06-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მოსწავლეები ახალს მრავალფეროვანი აქტივობებით შეიმეცნებენ და მოტივაციით გამოირჩევიან. 

ახლახან, ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გეოგრაფიის კვლევითმა ჯგუფმა (მასწ.თ.მუკბანიანი) ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე მოაწყო სასკოლო პრეზენტაცია სვანეთის კუთხის თვითმყოფადობიდან დღემდე მოღწეული უნიკალური მატერიალური და არამატერიალური „ძეგლების“ - სვანური ქუდის და სვანური ტრადიციული ცეკვა ჭიშხაშ-ფერხულის ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა შესახებ.

პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები მტკიცედ იცავენ და აგრძელებენ შემდგომ კვლევით სამუშაოებს და უკვე გახდნენ კეთილი ელჩები, რათა დაიცვან და გაუწიონ პოპულარიზაცია ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ, რომ სვანეთის წარმართული დროის ეს ორივე ობიექტი შეტანილ იქნას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში.

იხილეთ ფოტო-ვოდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203