პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ 
11-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაში ხშირად მონაწილეობენ. 

მათ შორის, ისინი ინტელექტუალურ შეჯიბრში - „ტვინების ბრძოლაში“ ჩაერთნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, შეკითხვებს წარმატებით უპასუხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული კონკურსის რეგიონალურ ტურში მონაწილე მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელს სიგელები და დიპლომები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203