მუსხის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს
11-06-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო ემოციური და ამაღელვებელი გახადა. ბავშვებმა დამრიგებელს -  მაია ჯინჭველაძეს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. ასევე მადლიერება გამოხატეს იმ მასწავლებლების მიმართ, ვისაც წვლილი მიუძღვის მათი სწავლა-აღზრდის საქმეში. 

ღონისძიება საინტერესო და სახალისოდ წარიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის საცეკვაო ნომრები შეასრულეს, იმღერეს და გაამხიარულეს მშობლები და დამსწრე საზოგადოება. 

ბავშვებმა დამრიგებელს სიამაყის საფუძველი მისცეს. პირველმა მასწავლებელმა მათ გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203