
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სპორტულ აქტივობებშიც ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, ისინი, ხვიჩა ნათენაძის ხელმძღვანელობით, რაჭაში გაემგზავრნენ, სადაც რინგზე „კუნგ-ფუ სანდას“ ტურნირზე წარმატებით ისპარეზეს. მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს.
შედეგად კი, სკოლაში გამარჯვებით, მედლებითა და სიგელებით დაბრუნდნენ.
„ვულოცავთ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ მათ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: