
თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკის სწავლა საინტერესო და სახალისოა, რადგან პედაგოგები მათ მრავალფეროვანი აქტივობებით ანებივრებენ.
10 ივნისს, თბილისის N28 საჯარო სკოლაში მათემატიკის კათედრის თაოსნობით დაწყებით საფეხურზე ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა.
ვიქტორინაში მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში როგორც ცოდნის, ისე ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარება.
გამარჯვებისთვის ბრძოლა დაძაბული და აქტიური იყო. გაიმარჯვეს მე-4 კლასელებმა.
გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშე შიო ჩიქოვანი.
სკოლაში გამარჯვებულებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: