
„ქართულ-ამერიკული უმაღლეს სკოლაში“ სწავლა კიდევ ერთმა განათლებულმა თაობამ დაასრულა.
ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც თითოეული ახალგაზრდის წარმატებული მომავალი პედაგოგიური გუნდის მთავარი საზრუნავია, დიდი ზეიმი გაიმართა.
კურსდამთავრებულები ტრადიციული თეთრი მაისურებით შეიმოსნენ, ერთად გატარებული წლები გაიხსენეს და ერთმანეთს სურვილები დააწერეს. შემდეგ კი მანტიები მოირგეს და სკოლის დამთავრება ქუდების აყრით აღნიშნეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მთელი დღის განმავლობაში, ამაღლებული განწყობა იყო. გაიმართა მიღებაც, ბოლოს კი, სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ტორტი საზეიმოდ გაიჭრა.
„ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში“ თითოეულ კურსდამთავრებულს ულოცავენ სასშუალო საფეხურის წარმატებით დასრულებას და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: