„სასწაულების სამეფო“ - ჩაისუბნის N2 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის და VIII კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტ-გაკვეთილი და საინტერესო ინსცენირება
11-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ახლახან, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩაისუბმის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა - მანანა ლემსაძემ VIII კლასში ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი თემაზე - „სასწაულების სამეფო“.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში დაწერილი სცენარი დადგეს, წარმოადგინეს მე-19 საუკუნის სამეფო კარი, სადაც სამეფო ადამიანის ორგანიზმია, როლებში კი ადამიანის ორგანოები არიან.

სცენარი გაალამაზეს ქართული ცეკვებით და სიმღერებით.

პროექტის დასასრულს გააკეთეს თვითშეფასება, გამოთქვეს კმაყოფილება პროექტის აქტივობების მიმართ და ერთმანეთს მისცეს რეკომენდაციები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203