„ჩვენ და მწვანე სამეზობლო“ - გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
11-06-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო სტატეგიებსა და მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა დიდი ინტერესს იწვევს და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის II სემესტრიდან ხორციელდებოდა პროექტი - „ჩვენ და მწვანე სამეზობლო“.

კათედრები ყოველ ჯერზე წარმოადგენდნენ საინტერესო ღონისძიებებს და აქტივობებს, ხოლო დასკვნითი აქტივობა იყო ლაშქრობა სოფლის ტერიტორიაზე არსებულ რეკრეაციულ ზონაში, სადაც მოსწავლეებმა მათ მიერ მოძიებული და დამუშავებული შემეცნებითი ინფორმაცია გააცნეს სასოფლო თემის წარმომადგენლებს.

როგორც სკოლაში გვიყვებან, მოსწავლეთა მიწოდებული ინფორმაცია მწვანე გარემოს მნიშვნელობაზე, როგორც ეკოლოგიური, ისე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიმართულებით საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ეთნო-მარანი, მოინახულეს თევზსაშენი, კერძო მესაკუთრის დაბალი ჯიშის კაკლის ხეივანი, აქტივობის დასასრულს კი გამართეს ვიქტორინა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203