„ქართულ-ამერიკული სკოლის“ მოსწავლეთა გუნდი მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებულია 
12-06-2024

„ქართულ-ამერიკული სკოლა“ მოსწავლეებს ხარისხიან, სიღრმისეულ, საერთაშორისო სტანდარტების განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ფინალში ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

ოლიმპიადის ფინალში, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) ჩატარდა, 10 გუნდი მონაწილეობდა: 

  • „არქიმედეს სკოლა“;
  • „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“;
  • „თავისუფალი სკოლა“;
  • „მწიგნობართუხუცესი“;
  • გორის 9 სკოლა;
  • ფოთის 3 სკოლა;
  • „აიბი მთიები“;
  • „გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია“;
  • „ბრიტანულ-ქართული აკადემია“;
  • „ქართულ-ამერიკული სკოლა“.

პირველი ადგილი ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა გუნდმა დაიკავა შემდეგი შემადგენლობით:

  •  არჩილ ბერაია;
  •  ვატო გოგია;
  • ალექსანდრე ნაზღაიძე;
  • ნიკოლოზ ყულოშვილი;
  • თორნიკე გაბელაია;
  • ვასილ გოგოლაძე.

მოსწავლეთა მენტორები არიან - გოგა სუქნიძე და  დემეტრე საზანოვი.

გამარჯვებული გუნდი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN-ის ლაბორატორიაში გაემგზავრება, ქართულ-ამერიკულ სკოლაში კი STEM-ის საგანმანათლებლო კუთხე მოეწყობა. 

პირველმა მასშტაბურმა ოლიმპიადამ ყველა რეგიონის 200-მდე სკოლა მოიცვა.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსუსრვებენ. 

„ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს გამარჯვებულ გუნდს და უსურვებს წარმატებას! ვამაყობთ თქვენით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდემასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203