
სასწავლო წელი იწურება, სწორედ რომ დროა მიღწევების შეჯამების და ახალი გეგმების დასახვის.
4 ივნისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა მესამე კლასის შემაჯამებელი ღონისძიება სახელწოდებით - „ენა, მამული, სარწმუნოება“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები ილიას ცნობილი ფრაზის თითოეულ სიტყვას „მოეფერნენ“ სიტყვებით, ლექსებით, ცეკვითა და სიმღერით და ეროვნულ ღირებულებებს ხოტბა შეასხეს.
ღონისძიება იყო პატრიოტული სულისკვეთებით დატვირთული. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიება მოამზადა კლასის დამრიგებელმა აზა ლემონჯარიამ, მუსიკალური მხარდაჭერა კი გაუწია მუსიკის მასწავლებელმა თინათინ ლაგვილავამ.
სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა შეაფასეს ღონისძიება და წარმატება უსურვეს მასწავლებელ აზა ლემონჯარიას და მოსწავლეებს სწავლა-სწავლების შემდეგ ეტაპებზე.
იხილეთ ფოტოები: