წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე მასწავლებელთა ფორუმში მონაწილეობდა
11-06-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას მიზანდასახული, აქტიური, შრომისმოყვარე და საკუთარი საქმის პროფესიონალი დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე უძღვება, რომელიც მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის მისაბაძი მაგალითია. 

ის, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძებასა თუ პროექტში ერთვება. მათ შორის, 8 ივნისს, ფაქიზო ფანჩულიძე ქუთაისში, Best Western-ში (ბესთ უესთერნში) ინოვაციური განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ I ეროვნულ მასწავლებელთა ფორუმზე - „ვიფიქროთ მომავალზე- მდგრადი განვითარების მიზნები ჩემს გაკვეთილზე“ იმყოფებოდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღე საინტერესოდ იყო დაგეგმილი. ფორუმს ლაიტმოტივად გასდევდა ანტუან დე სენტ ეგზიუპერის სიტყვები: „ჩვენ არ გვერგო დედამიწა წინაპრებისგან, არამედ მხოლოდ ვისესხეთ ის ჩვენი შვილებისგან“. მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა რიგი აქტივობები. მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, შემდეგი ვორქშოპები ჯგუფურად განხორციელდა: სიმულაციური დილემა, ჩემი ცხოვრების მთავარი მინიშნება, მდგრადობის კომპასი, მინიშნების აბლაბუდა და სხვა.

საინტერესო დღის ბოლოს, მონაწილეთ სერტიფიკატები გადაეცათ. 

„საოცარი გუნდი მაია ბლიაძის, ნატო ქობულაძის, შორენა ტყემალაძის, ნოდარ ცაგარეიშვილის შემადგენლობით ძალ-ღონეს არ იშურებდა ამ დღის შინაარსიანად გატარებისათვის.

მადლობა ინოვაციური განათლების საერთაშორისო ცენტრს საინტერესოდ დატვირტული დღისთვის საოცარ გუნდთან და საოცარ ადამიანებთან“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203