ტყიბულის N5 სკოლის მოსწავლეებმა, პროექტული სწავლების ფარგლებში, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
10-06-2024

ტყიბულის N5 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროექტული სწავლების ფარგლებში, მეთერთმეტეკლასელებმა მოინახულეს გელათის სამონასტრო კომპლექსი, შეისწავლეს მისი ისტორია და არქიტექტურა.

პროექტის შეჯამებისას კი მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები.

მოსწავლეთა ნამუშევრები შთამბეჭდავია, მათ შორის აღსანიშნავია ტაძრის მაკეტი, რომელზეც ჯგუფურად იმუშავეს. 

მოსწავლეთა პედაგოგი მზია მინდიაშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითობას ახალისებს და მათი ესთეტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203