„არა სიძულვილის ენას!“ - ტყიბულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
ტყიბულის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.
მათ შორის იყო პროექტი „არა სიძულვილის ენას!“, რომლის განხორციელებაშიც VII-XI კლასების მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ პროექტში ისინი თებერვალ-ივნისში იყვნენ ჩართულნი.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ჩატარდა. ბავშვებმა ნახეს ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ფილმები.
საბოლოო შეჯამების მიზნით კი მოსწავლეებმა სკოლაში წარადგინეს პროექტის პრეზენტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე. მათ, დამსწრე საზოგადოებას ასევე წარუდგინეს ორენოვანი ბუკლეტები და პლაკატები.
აქტივობები ისინი დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები: