
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი - დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) ღირსეულად უძღვება.
ის, სასკოლო საქმიანობის პარალელურად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის პირველი კურსის სტუდენტი გახლავთ.
2024 წლის 7 ივნისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში XII საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია - „სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“ ჩატარდა.
კონფერენციაზე დეკანოზი პავლე (ერისკაცობაში გაგა ცერცვაძე), თემით: „ხარაგაულის სახალხო სკოლიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამდე-ისტორიული ექსკურსი“, წარსდგა.
იხილეთ ფოტოები: