„ჯანსაღი ცხოვრების წესი“- თბილისის N31 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
10-06-2024

თბილისის N31 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, სადაც უდიდესი ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხს, როგორიც მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაა. 

ამ მიმართულებით, იქ არაერთი თემატური აქტივობა იმართება. ამჯერად, სასკოლო პროექტის ფარგლებში, სკოლაში ინგლისურ ენაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ჩატარდა. 

პროექტის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია გახლდათ. მასში VIII და VIII კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ პრეზენტაციები მოამზადეს და ვლოგები გადაიღეს, სადაც მთავარი გმირები თავადვე იყვნენ.

მათ დეტალურად ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების პრიორიტეტებზე და სასკოლო საზოგადოებას უამრავი საინტერესო ინფორმაცია და რჩევა გაუზიარეს.

პროექტის ორგანიზატორები ინგლისური ენის პედაგოგები სოფიკო ანთია და სოფიო მეტრეველი იყვნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203