ორბელის საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ლამაზი ღონისძიება
10-06-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასკოლო ცხოვრების პირველი ნაყოფიერი ნაბიჯები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

27 მაისს, ორბელის საჯარო სკოლაში ჩატარდა პირველი კლასის ღონისძიება - „დედ ენვ-ნახვამდის, დედა ენავ მადლობა“. 

პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ცოდნა შეაჯამეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს. 

პატარებმა პირველ მასწავლებელს - სოფო გოგიძეს სიამაყის საფუძველი მისცეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

ღონისძიებას სტუმრობდნენ ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელები, რომლებიც დაუვიწყარი შთაბეჭდილებით აღივსნენ. 

ღონისძიება სკოლის დირექტორის - ნანა ბურჯალიანის აქტიური მხარდაჭერით გაიმართა, რისთვისაც კლასის დამრიგებელი მადლობას უხდის. 

„მადლობა ჩემს ძვირფას დირექტორს - ნანა ბურჯალიანს გვერდში დგომისთვის, მადლობა კოლეგებს, განსაკუთრებით მშობლებს და საოცარ ბავშვებს. მადლობა, მომავალ პირველკლასელებს სტუმრებისათვის. უზომოდ ბედნიერი ვარ თქვენთან ურთიერთობით. წარმატებული და ბედნიერი ყოფილიყოს თქვენი შემდგომი ცხოვრების გზა“,- აღნიშნავს პედაგოგი სოფო გოგიძე და პირველკლასელებს მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობება. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203