ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში ღირსეულად იასპარეზეს 
10-06-2024

კრიტიკული და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIII კლასში ხშირად ტარდება სხვადასხვა საინტერესო აქტივობა. მოსწავლეები მონაწილეობენ ინტელექტუალურ კონკურსებში და წარმატებებსაც აღწევენ.

N6 საჯარო სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის” პირველი ეტაპი - „შიდასასკოლო ჩემპიონატების სერია“, სადაც VIII კლასის მოსწავლეებმა: მარიამ გაბრიაძემ, თამარ ყიფიანმა, სესილი სოფრომაძემ, ნინი გოტიაშვილმა, ალექსი ტყემალაძემ (დამრიგებელი - ცირა კუბლაშვილი) წარმატებით გადალახეს კონკურსის I ეტაპი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა „ბრეინსის“ ადმინისტრაციამ. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიენიჭათ სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. ეს იყო ჩემპიონატის მეორე ეტაპი, რომელიც გაიმართა ქალაქის/მუნიციპალიტეტის მასშტაბით. საქალაქო პირველობა 19 მაისს 45 ქალაქში ჩატარდა. ინტელექტუალთა შერკინებამ გამოავლინა ქალაქის ჩემპიონები და პრიზიორი გუნდები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა ეასპარეზათ რეგიონალურ ეტაპზე. წარმატებული ასპარეზობისთვის მნიშვნელოვანი გახდა „დაანონსებული წიგნის” წაკითხვა, საიდანაც თამაშზე 2 შეკითხვა გაჟღერდა.

რეგისტრირებული გუნდის მოსწავლეებს შეეძლოთ ესარგებლათ „ტვინების ბრძოლის” ინტერნეტგვერდით. VIII კლასის გუნდმა - „ფენიქსი“ შეძლო საქალაქო ტურის გადალახვა და მოხვდა რეგიონალურ ტურზე.

გუდის შემადგენლობა შემდეგნაირია: მარიამ გაბრიაძე, ელენე ქარქაშაძე, ნინი გოტიაშვილი, სესილი სოფრომაძე, ალექსი ტყემალაძე, ანამარია საღარეიშვილი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას და შესაბამისად გადაეცათ დამადასტურებელი დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლება და სასსწავლო-შემეცნებით პროექტებში ჩართულობა წახალისებულია.

N6 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს VIII კლასის მოსწავლეებს ამ ღირსეულ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203