ბათუმის N8 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები გერმანული ენის დღისადმი მიძღვილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
11-06-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში უცხო ენების სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. მასწავლებელთა შრომას კი შედეგი გამოაქვს და მოსწავლეები არაერთ თემატურ აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეები გერმანული ენის დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეობდნენ. ოფიციალური გახსნის შემდეგ, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესანიშნავად ორგანიზებულ ვორკშოფებს, საინფორმაციო შეხვედრებსა და საუბრებს - „რატომ გერმანული?/Warum -Deutsch?* დასწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მათი პედაგოგი ნანული დიასამიძე გახლავთ. ღონისძიებაზე მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები წიგნებით, საინფორმაციო ბუკლეტებით, სასწავლო რესურსებით და სუვენირებით დასაჩუქრდნენ.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა გერმანიის ელჩის მოადგლესთან საქართველოში - ტანია ჰუტთან და ავსტრიის ელჩთან საქართველოში - თომან მიულერთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„უღრმესი მადლობა საქართველოში მოღვაწე ყველა გერმანულ და ავსტრიულ ინსტიტუციების მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203