ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი-ფეხბურთის რაიონულ ტურში იასპარეზეს
10-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეები სკოლის სპორტის მასწავლებლის - სედრაკ იგიტიანის ხელმძღვანელობით მინი-ფეხბურთის რაიონულ ტურში მონაწილეობდნენ.

შეჯიბრებაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203