
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში ემოციური და დაუვიწყარი ღონისძიება გაიმართა.
გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, მე-4 ა კლასში დაწყებითი კლასის მასწავლებელმა მარგარიტ თოროსიანმა ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ წელს, მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. სწორედ ამიტომ, ეს ღონისძიება ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა დაწყებითი კლასის მასწავლებლებს ლექსებითა და სიმღერებით გადაუხადეს მადლობა მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის. ბავშვებმა ასევე აღნიშნულ ღონისძიებაზე ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: