
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლაში დიდი მხიარულება და ჟრიამული იყო.
იქ მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - დიანა შამათავას ხელმძღვანებლობით, ღონისძიება - „ძვირფასო ოთხო წელიწადო“ გამართეს.
აღსანიშნავია, რომ მასში როგორც მოსწავლეები, ასევე მათი მშობლებიც ჩაერთნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება შინაარსობრივად დატვირთული და სანახაობრივი იყო, რისთვისაც სასკოლო საზოგადოება თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის.
საზეიმო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: