საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ კონკურსში
10-06-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტში აქტიურად ერთვებიან. 

მათ შორის, მოსწავლეთა ორი გუნდი - მეოთხეკლასელთა „ლომები“ და მეხუთეკლასელთა „აისი“ ინტელექტუალურ კონკურში - „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და ფინალისტები გახდნენ.

სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ.

„ვულოცავთ სკოლას და მადლობას ვუხდით გამარჯვებულ მოსწავლეთა ხელმძღვანელებს: დიანა შამათავას და აზა ნადარაიას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203