
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ეწყობა.
ამჯერად, სასკოლო საზოგადოებისთვის გასვლითი ღონისძიება გაიმართა. მათ უფლისციხე, შიო მღვიმის მონასტერი, სვეტიცხოველი, სამთავროს დედათა მონასტერი მოინახულეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, მათთვის 8 ივნისი საოცარი, დაუვიწყარი, გამორჩეული, ძალიან შემეცნებითი, მხიარული და მეგობრული დღე იყო.
„ამდენი საოცრების ერთად მონახულება მართლა ბედნიერებაა...
მადლობა ორგანიზატორებს, ბავშვებს, მშობლებს, განსაკუთრებული მადლობა მძღოლს, ჩვენი სურვილების ასრულებისთვის. მადლობა, ჩვენი სკოლის დირექტორს - მარინა ცინცაძეს. გვიყვარხართ! მადლობა უფალს მშვიდობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: