მოხისის საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ლექცია ჩაატარეს
10-06-2024
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, ბიოლოგიის გაკვეთილზე, IX კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მაყვალა გელაშვილის ხელმძღვანელობით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ლექცია ჩაატარეს.

ლექციის მიზანი იყო მოსწავლეს ჯანმრთელობის და ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა გაეაზრებინა. საკითხი კი გახლდათ: „სიგარეტის მავნე გავლენა ჯანმრთელობაზე“.

ლექციის შედეგი მდგომარეობდა შემდეგში:

  • მოსწავლე შეძლებს გააანალიზოს ჯანმრთელობისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა;
  • მოსწავლე შეძლებს ისაუბროს დამაჯერებელი ენით;
  • მოსწავლე დაეუფლება მოძიების, კვლევის, შედეგის წარმოჩენის, ურთიერთაზრთა გაცვლის, საკითხების სტრუქტურირების და ვიზუალურად წარმოდგენის უნარებს.
მოსწავლეებმა თემა გაშალეს მრავალფეროვანი სლაიდშოუებით, საკითხის ცოდნითა და საინტერესო გადმოცემით.

ბოლოს მათ დამსწრე საზოგადოებისაგან უკუკავშირი მიიღეს.

სკოლაში მადლობას უხდიან ბიოლოგიის მასწავლებელს სიღრმისეული ფასილიტაციისათვის.

„ასევე მადლობა მოსწავლეებს დასამახსოვრებელი პრეზენტაციისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203