ხონის N2 საჯარო სკოლის STEAM კლუბი სასკოლო საზოგადოების წინაშე პრეზენტაცია-ანგარიშით წარდგა 
10-06-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში STEAM კლუბ „ევრიკას“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 

კლუბი 2022 წლის 18 ნოემბერს ჩამოყალიბდა, კლუბს ხელმძღვანელობენ კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამარ ჩხენკელი და ფიზიკის მასწავლებელი ციალა ჩარგეიშვილი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბის მუშაობის მიზანია მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური საგნების მიმართ ინტერესის გაზრდა და ამ დისციპლინებში პროექტების შექმნის უნარების განვითარება, მოსწავლეების ჩართვა პროგრამირებისა და რობოტექნიკის შესწავლის პროცესში.

კლუბის სლოგანია: „ცოდნაზე მნიშვნელოვანი წარმოსახვის უნარია. ცოდნა შეზღუდულია. წარმოსახვა კი უსაზღვრო“ - აინშტაინი

როგორც სკოლაში გვიყვებინ, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია-ანგარიში თუ რატომ დაარქვეს კლუბს „ევრიკა“, რა გზა გაიარეს კლუბის დაარსებიდან დღემდე, რა ისწავლეს, რა წარმატებებს მიაღწიეს, წარმოადგინეს თავიანთი ხელით დამზადებული სხვადასხვა მოწყობილობები, ისაუბრეს მათ დანიშნულებაზე და მუშაობის პრინციპებზე.

პრეზენტაცია-ანგარიშს ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები. კლუბის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203