„რეპორტაჟი ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარიდან“ - მოხისის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ჟურნალისტის როლი მოირგეს
10-06-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან და შემოქმედებით პროდუქტს ხალისით ქმნიან. 

მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩა კომპლექსური დავალება თემაზე - „რეპორტაჟი ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარიდან“. 

დავალებაზე VII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ გიკაშვილის მენტორობით დიდი ენთუზიაზმით იმუშავეს და საინტერესო პრეზენტაციაც გამართეს. 

დავალების პირობის მიხედვით, ბავშვებმა მოირგეს ჟურნალისტების როლი, სტუმრად ეწვივნენ თავად ლუარსაბ თათქარიძეს და მისი თანხმობით, გააკეთეს რეპორტაჟი აქტუალურ საკითხებზე.

პრეზენტაციამ  წარმატებით ჩაიარა, ბავშვებმა გაიგეს რა არის რეპორტაჟი, ვინ არის კორესპონდენტი თუ რესპოდენტი, ისწავლეს კითხვების დასმის ტექნიკა. მათ ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რასაც კომპლექსური დავალების შესრულებისას დგამდნენ, ასევე აღნიშნეს სირთულეები, რასაც გზადაგზა წააწყდნენ.

საბოლოო ჯამში კი ბავშვებიცა და შემფასებლებიც კმაყოფილი დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203