
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, XI კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე პრეზენტაცია მოაწყვეს და დამსწრე საზოგადოებას სამი ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს კულტურისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს.
მათ პრეზენტაციაზე ყურადღება საინტერესო საკითხებზე გაამახილეს. ღონისძიება უფრო შთამბეჭდავი გახადა თანდართულმა მუსიკალურმა გაფორმებამ. პრეზენტაციის დასკვნითი ეტაპი იყო კითხვა-პასუხი, რომელშიც როგორც მასპინძლები, ასევე მოწვეული სტუმრები ჩაერთნენ.
აქტივობა ინგლისურ ენაში, პედაგოგ ლელა მარკოზაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: