დაბლაციხის საჯარო სკოლაში დამსახურებულ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
10-06-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება, მოსწავლეთა განვითარების საქმეში, მასწავლებლების როლს მეტად აფასებს. 

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში დამსახურებულ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა. შემოქმედებითი ნომრებით დატვირთულმა ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა მასწავლებლებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. 

მათ პედაგოგებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს და არაჩვეულებრივი წარმოდგენა აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203