იხტილის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენეს
10-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო დისციპლინას დიდი წარმატებით ეუფლებიან. 

ახლახან, მე-8 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში, ფართოების შესახებ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და პრეზენტაცია გამართეს. 

ისინი აქტივობაში მათემატიკის მასწავლებლის სირანუშ ოვსეპიანის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესოდ, დეტალურად ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203