აშკალის საჯარო სკოლის პირველკლასელთა დაუვიწყარი გამოსაშვები ღონისძიება 
10-06-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

სკოლაში ამასთან დაკავშირებით საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გამოსაშვები ღონისძიება „ანბანის გაცილება“ მოეწყო. 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართული ენის მასწავლებელი - ლუსინე ტერბალიანი. 

„პატარებმა ქართულ ენაზე შეასრულეს საბავშვო სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს მინი სპექტაკლები“, - გვიყვებიან სკოლაში.

ძალიან საინტერესო იყო პირველკლასელთა შესრულებული ცეკვები „ვალსი“ და „მაკარენა“, სადაც მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203