სავანეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო აქტივობები გაიმართა 
10-06-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მასწავლებლების შრომასა და ამაგს აფასებს. 

ამჯერად, სკოლაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მისი როლის მნიშვნელობის გამოკვეთის მიზნით, შემდეგი აქტივობები - „წერილი მასწავლებელს“ და „სურვილების დაფა“ (რას ვუსურვებდი ჩემს მოსწავლეებს, რას ვუსურვებდი ჩემს მასწავლებლებს) გაიმართა. 

აღნიშნულ ღონისძიებებში როგორც აზერბაიჯანული, ასევე ქართული სექტორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სასკოლო საზოგადოების წინაშე ნამუშევრები ქართულ და ინგლისურ ენაზე წარადგინეს. მოსწავლეების წაკითხული წერილები საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათმა გაჟღერებულმა სურვილებმა მასწავლებლებში დადებითი ემოცია გამოიწვია, ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე, მადლობას უხდის პედაგოგებს: მთვარისა ლეთოდიანს, ნათია ქარიმოვას და ნანა ლონდარიშვილს, ღონისძიების ორგანიზებისთვის და აღნიშნავს, რომ ამგვარი აქტივობები მოსწავლეებში კომუნიკაციის უნარის გაღრმავებას და მოტივაციის ამაღლებას იწვევს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203