
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა განათლების ხარისხსა და სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება.
მათ შორის 7 მაისს, VIIვ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია მაღლაფერიძე) ისტორიის მასწავლებელ ლაურა ბესტაევას ხელმძღვანელობით, წარადგინეს პროექტი - „თამარ მეფის ცხოვრება და ისტორიული ღვაწლი“.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა თამარის მეფობის ოქროს ხანა „გააცოცხლეს“ და სასკოლო საზოგადოებას არაჩვეულებრივად წარუდგინეს.
ღონისძიება დატვირთული იყო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციებით.
სასწავლო წლის მიწურულს მოსწავლეებმა კიდევ ერთი სამახსოვრო დღე ჩაწერეს სასკოლო ცხოვრებაში, შეიძინეს ახალი ცოდნა, უკვე არსებული კი განიმტკიცეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: