განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები დრამატულ თეატრს სტუმრობდნენ
11-06-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გასვლითი ღონისძიება მოზარდთა კულტურულ განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას მიეძღვნა. 

6 ივნისს, სკოლის მოსწავლეები, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგის - ნაზი ყურშუბაძის ხელმძღვანელობით, ბათუმის დრამატულ თეატრს სტუმრობდნენ.

ბავშვებმა სპექტაკლი - „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ ნახეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სპექტაკლი მოსწავლეებისთვის წარმოუდგენლად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს და სასიამოვნო ემოციებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ სკოლაში. 

„მადლობას, ვუხდით ნაზი მასწავლებელს სასიამოვნო საღამოსათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და პედაგოგის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203