
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, აქტიური მოსწავლეები სწავლობენ.
ისინი სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტში მონდომებით ერთვებიან. ერთ-ერთი მათგანი მეოთხე კლასის მოსწავლე ანა გვიანიძე გახლავთ.
ამჯერად, ის ფერიის საჯარო სკოლაში გამართულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდობის თვითშემოქმედების სიმღერების კონკურსში მონაწილეობდა.
ანა გვიანიძემ სიმღერა „ლამაზი დილა“ შეასრულა და მესამე ადგილი მოიპოვა. სკოლაში მისი მიღწევით ხარობენ.
„ვულოცავთ მას და მუსიკის პედაგოგს, ხატია დევაძეს, ამ მეტად მნიშვნელოვან წარმატებას და მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს ულამაზესი დღისათვის“,- ამბობენ სკოლში.
იხილეთ ფოტოები: